ცხენოსანთა გამარჯვება -

27 ივნისი 2017, 00:00 2521 ნახვა

საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის და უკრაინის 20  ცხენოსანი მონაწილეობდა მსოფლიოს თასის კავკასიის ლიგის გათამაშებაში.  შეჯიბრება დაბრკოლებების გადალახვაში ჩატარდა.

ჩემპიონ-პრიზიორები ორ დისციპლინაში გამოვლინდნენ. პატარა კლასში ჩემპიონი თორნიკე პაპიშვილი გახდა, ვერცხლის მედალი გეგი მეტონიძემ,  ხოლო ბრინჯაო გიორგი ძინძიბაძემ დაისაკუთრა. რთულ კლასში ოქროს მედალი შალვა გაჩეჩილაძემ მოიპოვა, მეორე- მესამე ადგილებზე აზერბაიჯანელი სპორტსმენები ლაშა სამედოვი და რაჰიდ ისმაილოვი გავიდნენ.

კავკასიის ლიგა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, საუკეთესო ერთი ცხენოსანი მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2018 წელს გაიმართება. მსოფლიოს თასის მომდევნო ეტაპს თბილისი სექტემბერში უმასპინძლებს.

ამავე კატეგორიაში