აკადემიის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვება

25 ივნისი 2017, 00:00 5773 ნახვა

დღესვე ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებულებიც დააჯილდოვეს. აკადემიაში სწავლა 360 სტუდენტმა დაამთავრა, აქედან ხუთმა წითელი დიპლომი მიიღო.

დაჯილდოებას აკადემიის პროფესორ- მასწავლებლებთან ერთად,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ესწრებოდნენ,  მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. დღესვე მათ, საზეინკლო, სახარატო, ელექტროშედუღებისა და ელექტროსამონტაჟო ლაბორატორიები დაათვალიერეს და საზეიმოდ გახსნეს. სტუდენტები, უკვე ახალი სასწავლო წლიდან, ინჟინერ- მექანიკოსის პროფესიის უნარ ჩვევებს  პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი