ხულოში, სოფელ წაბლანის სპორტული მოედნის რეაბილიტაციაზე ტენდერია გამოცხადებული. მუნიციპალიტეტში წელს ხუთი სოფლის მინი - სტადიონი კეთილმოეწყო.
გარდა ამისა,წლის განმავლობაში, კიდევ შვიდი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და სამის მშენებლობა იგეგმება. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 273 ათასი ლარი იხარჯება.