მთავრობის ფონდიდან, როგორც უკვე მოისმინეთ ორი გზის შეკეთება იგეგმება ხულოში. ამის გარდა მილიონობით ლარს ხარჯავს გზების დეპარტამენტი მარტო ამ მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მოსახლოება კვლავ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მოუწესრიგებელი შიდა სასოფლო გზებია.
აჭარის გზების დეპარტამენტს ბიუჯეტში, ბოლო წლებისგან განსხვავებით, ხულოსთვის წელს ყველაზე დიდი თანხა - 7 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. მოსახლეობა გზების შეკეთებას მიესალმება, თუმცა ბიუჯეტში ამხელა მოცულობის თანხის გაწერას საარჩევნო წელს უკავშირებს, რასაც გზების დეპარტამენტში კატეგორიულად გამორიცხავენ.