დღეს აჭარის სახელმწიფო ანსამბლი მუსიკალურ ცენტრში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.
ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგება, შესრულდება ქართული ფოლკლორის 13 საუკეთესო ნიმუში, ახალი დადგმითა და ინტერპრეტაციით. გასულ წელს ანსამბლს 95 წელი შეუსრულდა. ღონისძიება 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.