ცეცხლაურის მოსახლეობა სახნავი მიწების დამუშავების უფლებას ითხოვს, იმის გამო, რომ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს, ადგილობრივებს ამის საშუალება არ ეძლევათ.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობა დაუშვებელია, ხელისუფლება კი პირიქით ნაგავსაყრელის უსართხოებაზე საუბრობს. მე შეგახსენებთ, შპს ჰიგიენის” ყოფილ დირექტორს ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მას 5 მლნ ლარის მითვისებაში დასდეს ბრალი. ეს თანხა სწორედ ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის იყო გამოყოფილი. პროკურატურის განმარტებით, ცეცხლაძემ თანხა 2016 წლის მარტიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში მიითვისა.