ჩემპიონატი კალათბურთში

18 ივნისი 2017, 00:00 2725 ნახვა

“სპორტი ბარიერების გარეშე”- ამ სახელწოდებით აჭარაში 2 დღიანი სპორტული ჩემპიონატი დასრულდა. დღეს გამარჯვებულები  ქუჩის კალათბურთსა და ჭადრაკში გამოავლინეს.

შეჯიბრებები 4 სახეობაში მინი - ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკსა და მძლეოსნობაში გაიმართა და მასში სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. აჭარაში სულ 25 გამარჯვებული შეირჩა. ქუჩის კალათბურთში პირველობა ბათუმის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, რომელიც 21 ივნისს ანაკლიაში გაიმართება.

ღონისძიება აჭარის რეგიონული მასობრივი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ბიუჯეტიდან 18 000 ლარია გამოყოფილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში