საქართველოში მიწა მხოლოდ ქართველებზე გაიყიდება. ეს უფლება კი სამომავლოდ კონსტიტუციით იქნება გარანტირებული. ვიდრე ქვეყნის უზენაეს კანონში ამის შესახებ ჩანაწერი გაჩნდება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდება.
ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება უკვე მეორედ იღებს. პირველად მორატორიუმი 2013 წელს გამოცხადდა, რასაც უცხო ქვეყნის მოქალაქის საკონსტიტუციო სარჩელი მოჰყვა და რომელიც სასამართლომ 4 წლის წინ დააკმაყოფილა.