აქცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე. პროგრამა “მომავლის თაობის” პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა 6 მაისის პარკთან ე.წ. ზებრა გადასასვლელი მოხატეს. გაკეთდა წარწერებიც. ფერადი სლოგანით “მე ვიცავ საგზაო უსაფრთხოებას”.
მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მძღოლებთან ერთად წესებს ქვეითებიც უნდა იცავდნენ. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მომუშავე პროგრამა “მომავლის თაობა”, რომლის ფინანსური მხარდამჭერებიც “ფი - ეიჩ ინთერნეიშენალ საქართველო” და “იუ -ეს-ეიდი” არიან, აჭარაში ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის პარტნიორობით ხორციელდება. ღონისძიებას, მემორანდუმის ფარგლებში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოც შეუერთდა.