სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების მარკეტინგის მენეჯერებს ,,ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში’’ 4 ტრენინგი უტარდებათ. სემინარები ტურიზმის ინდუსტრიას და ინტერნეტ გაყიდვებთან ერთად, ტურიზმში პიარისა და რეკლამის მნიშვნელობას ეხება. ,,ტურიზმის განვითარების სკოლის’’ ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მსგავსი ტრენინგი 300- მდე ადამიანს უკვე ჩაუტარა.