აჭარის განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე პირველი წერილი საქართველოს განათლების სამინისტროს 29 მაისს გაუგზავნა. სამინისტრო ითხოვდა სკოლის სამეურვეო საბჭოს მედეა გვენეტაძის საკითხზე ემსჯელა.
საბჭოს 5 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ რომლის თანახმადაც დირექტორი თანამდებობაზე დარჩა აჭარის განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავას განმეორებით მიმართა. 12 ივნისით დათარიღებულ წერილში ინგა შამილიშვილმა სკოლის დირექტორის გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
აჭარის განათლების მინისტრის მთავარი არგუმენტი აუდიტის დასკვნაა, რომელშიც სკოლაში არსებულ დარღვევებზეა საუბარი.
გთავაზობთ დირექტორის გათავისუფლების საკითხზე აჭარისა და საქართველოს განათლების სამინისტროებს შორის მიმოწერის ოფიციალურ დოკუმენტს. დოკუმენტი, რომელიც ჩვენ აჭარის განათლების სამინისტროსგან გამოვითხოვეთ დღეს მივიღეთ.