მთავარის ინფორმაციით ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
გადაწყვეტილება საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიიღო.
საქართველოს განათლების სამინისტროს შუამდგომლობით 12 ივნისს აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მიმართა. ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტროში ადასტურებენ.
რამდენიმე დღის წინ დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე სკოლის სამეურვეო საბჭომ იმსჯელა თუმცა, საბჭოს დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიუღია.