პარლამენტში დღეს მეორე და მესამე მოსმენით, კენჭს უყრიან სასოფლო-სამეურნეო მიწების მორატორიუმთან დაკავშირებით ცვლილებას.
კონსტიტუციაში ჩანაწერის გაჩენამდე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო - სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვას გულისხმობს, მანამდე საკითხი ორგანული კანონით დარეგულირდება. ინიციატივას ეწინააღმდეგება საპარლამენტო ოპოზიცია და მმართველი გუნდის წევრი, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.