ამკრძალავ ნიშანთან გაჩერებული ავტომობილები მერიის შენობასთან

15 ივნისი 2017, 00:00 3284 ნახვა

ბათუმის მერიის შენობის წინ, ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად, ავტომობილებს წესების დარღვევით აჩერებენ. ლუკა ასათიანის ქუჩაზე, როგორც კერძო პირების ასევე მერიის თანამშრომლების მანქანებია პარკირებული.

 ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის  სააგენტოს პარკირების ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე 37 ჯარიმა დაიწერა. დღის განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების დარღვევისთვის 600-მდე ჯარიმა იწერება. 

ამავე კატეგორიაში