დიდი წარმატება ქართული სპორტის ისტორიაში – NBA-ის გამარჯვებული ქართველი კალათბურთელი პირველად გახდა. საქართველოს კაკრების კაპიტანმა და “გოლდენ სტეიტ ვორიორსის” ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ, მეხუთე, ფინალურ შეხვედრაში 10 წუთი ითამაშა.
სპორტსმენმა შეხვედრის შემდეგ, გულშემატკივრებს მადლობა ვიდეო-მიმართვით გადაუხადა. გუნდმა ტიტული ბოლო სამ წელიწადში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა.