საერთაშორისო ტურნირზე კარატისტებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს

12 ივნისი 2017, 00:00 2707 ნახვა

ქართველი სპორტსმენების წარმატება. 10-11 ივნისს, თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კარატისტებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს. საკლუბო ჩემპიონატში 5 ქვეყანა ასპარეზობდა, მათ შორის საქართველოდან - 79 სპორსტმენი.

კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში გამართულ შეჯიბრებაში ბათუმელმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ''ტრაპიზონ ოუფენის'' პრიზიორებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე კარატეს ფედერაციის მხარდაჭერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი