გამოხმაურება რეპერების მხარდასაჭერი აქციის შემდეგ

11 ივნისი 2017, 00:00 2508 ნახვა

“ბირჟა მაფიას” დაკავებული წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელებიც პოლიციელებს ზეწოლაში ადანაშაულებენ, გამოძიება დაიწყო. საქართველოს პროკურატურამ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება, ბრალდებულების გამოკითხვის შემდეგ გაავრცელა.

ადვოკატები და გამომძიებელი დღეს გლდანის ციხეში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი ბრალდებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დაკავებულებს ჩვენებებზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს.

გარდა ამისა, ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკები ჩაუდეს და სინამდვილეში იმ კლიპის გამო დააკავეს, რომელშიც პოლიციელებს აშარჟებენ. დაკავებულების მხარდასაჭერი აქცია უკვე გაიმართა დღეს ქუთაისში. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში