საკადრო ცვლილებები  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 

09 ივნისი 2017, 00:00 2632 ნახვა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა აჭარის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს - ლევან მაისურაძე, უხელმძღვანელებს, რომელმაც კახა ბუხრაძე ჩაანაცვლა. ბუხრაძე კი ქვემო ქართლის საამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.

საკადრო ცვლილებებზე დღეს მინისტრმა თათბირზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება დაგეგმილ რეფორმებსა და დეპარტამენტის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა. თავად მინისტრი კრიმინალური პოლიციის კურატორობას შეითავსებს.

პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, კი რომელიც ამ  პოზიციას იკავებდა, კადრების განკარგულებაში გადადის.

ამავე კატეგორიაში