კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 7 ძეგლს მომავალში რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ექვსი ბათუმში, 1 კი ქობულეთში მდებარეობს.
ძეგლების ინვენტარიზაცია 2015 წელს შპს ,,გეოგრაფიკმა” ჩაატარა. სწორედ ამ დოკუმენტით იხელმძღვანელა სააგენტომ და შეარჩია ის შენობები, რომლებიც დროულ რეაბილიტაციას საჭიროებენ.
სამუშაოები “უძრავი ძეგლების რეაბილიტაციისა და კონსერვაციის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდება.