აქცია მთავრობის კანცელარიასთან

07 ივნისი 2017, 00:00 2152 ნახვა

თბილისში, მთავრობის  ადმინისტრაციასთან, დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციაზე, დემირელის კოლეჯის და ბათუმის შაჰინის სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, კურსდამთავრებულები და ჩაბუქის ოჯახის წევრები და ადვოკატები იმყოფებოდნენ. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ ემრე ჩაბუქს დროულად მიანიჭოს ლტოლვილის სტატუსი, რათა მისი თურქეთში ექსტრადირება არ მოხდეს. აქციაზე სიმბოლურად ღია გაკვეთილიც მოეწყო, მონაწილეებმა ხელბორკილები გაიკეთეს და ტრანსპარანტები გაშალეს.

თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, მათი ინფორმაციით, ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობასთან კავშირში არის ეჭვმიტანილი. პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სამთვიანი წინა საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში