სოსო ოსარაული კვლავ დაკარგულად ითვლება

06 ივნისი 2017, 00:00 3646 ნახვა

“არ დაიჯეროთ, მე არასდროს არავინ ჩამიხოცავს” – ამის შესახებ კონგოში, ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავი, სოსო ოსარაული, ვიდეო მიმართვაში საუბრობს. იგი თითქმის 5 თვეა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. შემთხვევა 27 იანვარს კონგოში მოხდა, როდესაც სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული მართავდა. იგი ორი წელია კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში, მანამდე კი წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი მფრინავის გამოსახსნელად – გიორგი წეროძე არკვევდა. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში