აჭარის ღია პირველობა სპორტულ ტანვარჯიშში დასრულდა. ჩემპიონატი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 8 გუნდი მონაწილეობდა.
ჩემპიონატი აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით და ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ხელშეწყობით გაიმართა. გამარჯვებულები მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.