აჭარის ტურისტულ პოტენციალს ლიტველი და ლატვიელი ჟურნალისტები ეცნობიან. დღეს მათ ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასსაც დაესწრნენ.
ხვალ კი უკვე, პრესტურის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარას ეწვევიან და მედიასაშუალებისთვის მასლებს მოამზადებენ. ჟურნალისტები რეგიონს პირველად სტუმრობენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი კიდევ 9 პრეს ტურის ჩატარებას გეგმავს.