“აჭარა ოუფენ 2017”''გაიხსნა. საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ პირამიდაში ტარდება. გათამაშებაში 14 ქვეყნის 42 სპორტსმენი ასპარეზობს, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონებიც. ტურნირი მესამე წელია მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
საპირიზო ფონდი 10 000 დოლარია და 8 გამარჯვებულზე გადანაწილდება. ფინალური თამაშები 5 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება. შეჯიბრებაში წელს ქალი სპორტსმენიც იასპარეზებს, ლატვიელი ლუბოვ პარიჟერი დღეს პირველ შეხვედრას გამართავს.