დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს მომხმარებელი მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნულს, მინისტრის ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომლებიც უკვე ძალაშია. ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან თავის არიდებაა.