მრავალსართულიანი კორპუსები მწვანე ზოლის ხარჯზე

31 მაისი 2017, 00:00 3468 ნახვა

ბათუმში, ბესიკისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მცხოვრებლებმა, მწვანე ზოლში მიმდინარე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს. ამბობენ, რომ მსგავსი მშენებლობა, ე.წ. ბელეტაჟის ტიპის სახლებისა და ბარაკების გვერდით, მიუღებულია, რადგან მათი აზრით, ქუჩა დავიწროვდება და ტროტუარისთვის ადგილი აღარ დარჩება. მოსახლეობა ფიქრობს, რომ მშენებლებს არც პარკირების ადგილები აქვთ გათვალისწინებული, რაც მთელი უბნისთვის პროლემა იქნება. მოსახლეობის აზრით, ტერიტორია  ქალაქის მერიამ, სკვერის მოწყობის ნაცვლად, ინვესტორზე გაასხვისა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია 2014 წელს აჭარის მთავრობამ გაყიდა და კ2 კოეფიციენტიც მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებელს ნაყიდი ფართის 100-ვე პროცენტის ათვისება შეუძლია. რაც შეეხება სკვერის მოწყობას, მერიაში აცხადებენ, რომ ასეთ დაპირებას ვერ გასცემდნენ, რადგან ტერიტორია აჭარის მთავრობის ბალანსზე იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი