რას ნახავთ ''მთავარში'' 9 საათზე

30 მაისი 2017, 00:00 2195 ნახვა

 • გარდაცვლილი ზაზა ართმელაძის ოჯახის განცხადება და ტრაგიკულად დაღუპული მოზარდების მშობლების პრესკონფერენცია – ამბობენ, რომ ართმელაძეს პროკურატურა მათთან შეხვედრაში ხელს უშლიდა. დეტალები ნახეთ მთავარში 9-ზე. 

• სახალხო დამცველმა შესაძლოა ქობულეთის გამგებელს იმის გამო უჩივლოს რომ, ამ დრომდე მუსლიმთა პანსიონის შენობა, წყლის და კანალიზაციის სისტემაზე არაა დაერთებული.  სასწავლებელი, 2014 წელს განვითარებული მოვლენების, შემდეგ დაკეტილია. დისკრიმინაციულ ქმედებაში მხილებული მოქალაქეები კი დავას სააპელაციო სასამართლოში განაგრძობენ.

• როგორ ისწავლება სპორტი სკოლებში? აუდიტის სამსახურის დასკვნა და რეკომენდაციები ნახეთ მთავარში 9-ზე. 

• სოფელ ვაიოში სარწყავი სისტემის არარსებობას უჩივიან. ამბობენ, რომ შარშან გვალვის შედეგად, მოსავალი გაუნახევრდათ. ამ სოფელში, სამელიორაცო დეპარტამენტი სისტემის მოწყობას, მხოლოდ მომავლისთვის გეგმავს. 

ეს და სხვა ამბები, ნახეთ მთავარში 9-ზე.

 

ამავე კატეგორიაში