“პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი“-ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში ახალი საექსპოზიციო კუთხე გაიხსნა. იგი ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის და გენერალური კონსტრუქტორის გენერალ-მაიორის ელგუჯა მეძმარიაშვილის შესახებ იძლევა ინფორმაციას.
ღონისძიება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო.