ორჯერ განსახლებული ორი ოჯახი – შუახევში, შუბნის თემში, მეწყერს ვერ აჩერებენ. პროცესი დღეს დილით გააქტიურდა, რის გამოც საფრთხე, დაახლოებით, 10 ოჯახს შეექმნა.
ჩახერგილია გზა. გამგეობა ალტერნატიული სამანქანე გზის გაკეთებას არ გამორიცხავს. აქ მცხოვრები 7 ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს განსახლების პროგრამით სარგებლობს, მთავრობამ თითოეულ ოჯახს 25 ათას ლარად სახლი უკვე უყიდა, თუმცა, ისინი, წლის განმავლობაში რამდენიმე თვე კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ. დღეს, პროგრამით მოსარგებლე 2 ოჯახი, უსაფრთხო ადგილზე, მეორედ გადაიყვანეს.