ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვებას ტვიტერზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ფხენიანმა ამით მეზობელი ჩინეთის მიმართ დიდი უპატივცემულობა გამოავლინა.
სკადის ტიპის რაკეტა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ ვონსანიდან გაუშვეს. რაკეტა იაპონიის ზღვაში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა. კორეამ, ჩინეთმა და რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მიერ რაკეტის გაშვების ფაქტი დაგმეს.