მრავალწლოვანი მაგნოლიების ადგილმონაცვლეობა

28 მაისი 2017, 00:00 3930 ნახვა

ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონის” მიმდებარე ტერიტორიიდან მაგნოლიებს გადაიტანენ, მიწის ნაკვეთზე კი სასტუმროს ააშენებენ. მრავალწლოვან ხეებს 6 მაისის პარკში, დელფინარიუმთან ახლოს დარგავენ. მაგნოლიები ინვესტორმა მერიას აჩუქა.

ზღვის სანაპიროსთან მდებარე კერძო ნაკვეთიდან ხეებს ქალაქის გამწვანების სამსახური გადარგავს, თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები ჯერ უცნობია. სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ხეების ადგილმონაცვლეობისთვის საჭირო ტექნიკა გამწვანების სამსახურს არ გააჩნია. ლევან ჭანუყვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სპეც - ტექნიკის მქონე კომპანიას ეძებენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი