კვარიათი და სარფი, შესაძლოა, პლაჟის გარეშე დარჩეს – დაზუსტებით ვერავინ ამბობს, სად გაივლის ავტომაგისტრალი. გზას ერთი მხრიდან ზღვა, მეორე მხარეს კი დასახლება ან კლდე ესაზღვრება. შესაძლოა საფრთხე შეექმნას ტურისტულ ბიზნესს. ერთ-ერთი ვერსია კლდეში გვირაბის მშენებლობაა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო კომპანიასთან მუშაობა უკვე დასრულებულია. ამბობენ რომ, ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს შეარჩევენ.