საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა

24 მაისი 2017, 00:00 2288 ნახვა

ბათუმში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მეხუთე სამმხრივი მინისტერიალი დასრულდა. ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან ფიქრი იშიქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას თურქეთის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიას თქმით,  ევროატლანტრიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფება ურყევია და ამ მხრივ, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება გრძელდება.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო განათლებასა და ერთობლივ სწავლებებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოსა და თურქეთის კონტრიბუციასაც

ამავე კატეგორიაში