დღეს ქართული რადიოს დღეა. მსოფლიოს მასშტაბით, რადიო-სადგურების შექმნას საქართველო მხოლოდ 4 წლით ჩამორჩა. ამერიკამ თუ პირველი მაუწყებლობა 1921 წელს დაიწყო, საქართველოში ეს ისტორია 1925 წლიდან იწყება. ოდნავ მოგვიანებით ისტორიულ რადიო-სადგურებს “რადიო აჭარა” შეუერთდა.
ხმა აჭარიდან საქართველოში 1930 წლიდან ისმის. მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული ქვეყნის ისტორიის ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, მაშინ როცა გაზეთით ინფორმაციის გავრცელება დროსთან იყო დაკავშირებული.