პრემიერი იორდანიაში პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა

21 მაისი 2017, 00:00 2130 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და რეგიონულ თანამშრომლობას. მხარეებმა "აბრეშუმის გზის" პროექტში საქართველოს როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, იყოს კონკურენტული სატრანზიტო დერეფანი აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის პროცესში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი