შსს-მ პარლამენტარებს უმასპინძლა

21 მაისი 2017, 00:00 1591 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა უწყების ერთობლივი ოპერაციების ცენტრში პარლამენტის წევრებს უმასპინძლა. გიორგი მღებრიშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები დეპუტატებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებაზე, ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. მათ შორის მასშტაბურ პროექტზე - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას გულისხმობს. პარლამენტარები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილ ინოვაციურ, ტექნოლოგიურ სიახლეებსაც გაეცნენ, რომლებიც გზებზე სატრანსპორტო მოძრაობის რეგულაციის, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი