• ხეების თემა არ სრულდება. ამჯერად არა გადატანაზე, არამედ ნაძვის მოჭრაზე გიამბობთ, რომელიც გამწვანების სამსახურის უფროსის შეფასებით უსახური იყო. ვის, ან რას უშლიდა დაახლოებით 12 წლის ხე ფარნავაზ მეფის ქუჩაზე?
• ხმაურიანი განხილვა უმაღლეს საბჭოში. ოპოზიციის მიერ დაწუნებული 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და პირველი შემთხვევა, როდესაც სხდომათა დარბაზიდან დეპუტატი გააძევეს.
• ისევ დეპუტატები, ამჯერად ქედის საკრებულოში. ვინ რამდენი სხდომა გააცდინა და გატარდა თუ არა სანქცია? რეპორტაჟი ქედიდან.
• მუზეუმები, ქვეყნის ისტორია და თანამედროვე დამთვალიერებლის მოთხოვნები. რას სთავაზობენ ადმინისტრაციები ტურისტებს და ადგილობრივებს?
• გამოშვების ბოლოს კი პირდაპირი ჩართვა ნინო ქათამაძის კონცერტიდან.