რატომ  ჩაერიცხათ  საწვავი  საკრებულოს წევრებს? - განცხადებები

17 მაისი 2017, 00:00 4408 ნახვა

შუახევის საკრებულოს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი თავმჯდომარეს დეპუტატების მოსყიდვაში ადანაშაულებს. სოსლან ზოიძის განცხადებით, ნოდარ ქარცივაძემ საკრებულოს კომისიის ხუთ ხელმძღვანელს 250 ლიტრი საწვავი იმ მიზნით ჩაურიცხა რომ, მისი იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარიყო.

ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე. ნოდარ ქარცივაძე ირწმუნება, რომ ხუთ დეპუტატს საწვავი სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების  შემოწმების მიზნით დაერიცხათ. ქარცივაძის განმარტებით, თანამდებობიდან მისი გადადგომის საკითხი არ განიხილება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი