ახალ ბულვარში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები ნაციონალურმა მოძრაობამ გააპროტესტა

17 მაისი 2017, 00:00 3402 ნახვა

ახალ ბულვარში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები ნაციონალურმა მოძრაობამ გააპროტესტა. გია აბულაძის განცხადებით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში ტურისტული ზონა გაუქმდება.  ოპოზიციის წევრი შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს  30 მილიონიანი ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი გასაჯაროვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სასამართლოს მიმართავენ.

ნაციონალურ მოძრაობას მუნიპალური განვითარების ფონდის ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა უპასუხა. ლევან სუხიტაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია დეზინფორმაციას ავრცელებს, რადგანაც სამუშაოები არ შეჩერებულა. პროცესი რამდენიმე კვირაში სრულად დასრულდება და შედეგად  ახალი ბულვარის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაიწყება. 

განახლებული:

 

ამავე კატეგორიაში