ბათუმში სეზონზე შეზლონგი და ქოლგა 4 ლარი ეღირება

17 მაისი 2017, 00:00 7574 ნახვა

ბათუმის პლაჟებზე წელს შეზლონგებისა და ქოლგების ფასი ფიქსირებული იქნება - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც შეზლონგებისა და ქოლგებისა ღირებულება ფიქსირებულია და  მთელი დღის განმავლობაში  3+1 ლარი ეღირება. 

პატარაძის თქმით, იმისთვის, რომ ნებისმიერი სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია მომსახურების ღირებულების შესახებ, სანაპიროებზე განთავსდება საინფორმაციო დაფები სამ ენაზე.  

ასევე, ამ ტენდერის პირობების თანახმად, უნდა მოეწყოს პლაჟის ინფრასტრუქტურა. 

მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სულ ბულვარის ტერიტორიაზე, საოცრებათა მოედნიდან "აკვაპარკის" ჩათვლით 29 საპლაჟო სექტორი უნდა გაკეთდეს და ყველა ერთ სტილში მოეწყოს, პლაჟებზე განთავსდეს 20 საშხაპე და გასახდელი, ერთნაერი შეზლონგები და სანაპიროზე ჩასასვლელი ბილიკები, რომლებიც იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

 პატარაძის ინფორმაციით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა 10 ივნისისთვის უნდა დასრულდეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში