გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს. აღნიშნული თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიით იქნება გათვალისწინებული, რომელზეც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო მუშაობს.
ხულოს გამგებელს იმედი აქვს, რომ ეს ცვლილება იმ ხარვეზებს გამოასწორებს, რომელიც თვითმმართველობებში არსებობს და ეს პრინციპი გუნდურ მუშაობას ხელს შეუწყობს.