ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცეს

18 ივლისი 2025, 10:48 408 ნახვა
00:00
00:00

ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა ბრიუსელში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„ჩვენ მყარად ვდგავართ. ევროკავშირმა ახლახან დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტი. ჩვენ ვაგრძელებთ კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შემცირებას, ვასანქცირებთ „ჩრდილოვანი ფლოტისა“ და მისი დამხმარე კიდევ 105 გემს და აგრეთვე ვზღუდავთ რუსული ბანკების წვდომას ფინანსებთან“, - დაწერა კალასმა.

სანქციების ახალი პაკეტის განხილვა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლა ის ევროპულმა საბჭომ წერილობით ფორმალურად უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგ პაკეტი ძალაში შევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი