ოფიციალური სეულის განცხადებით, ფხენიანმა გაურკვეველი წარმოშობის რეაქტიული ჭურვი გაუშვა, რომელიც სავარაუდოდ მორიგი ბალისტიკური რაკეტაა. ახალმა რაკეტამ დაახლოებით 30 წუთი იფრინა და იაპონიის ზღვაში რუსეთის საზღვართან ახლოს ჩავარდა. იაპონიამ ფაქტი გააპროტესტა, სამხრეთ კორეამ კი უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
ფხენიანის მიერ რაკეტის მორიგი გამოცდის გამო შეშფოთება გამოთქვეს რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმაც. ჩრდილოეთ კორეამ წელს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რის გამოც მისი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამწვავდა. ბოლო წლებში გაეროს სანქციებისა და პროტესტის მიუხედავად, ფხენიანმა ბირთვული ცდები და რაკეტების გამოცდა გაახშირა.