ვენეციის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ მიმართა

13 მაისი 2017, 00:00 2222 ნახვა

საარჩევნო სისტემაზეა საუბარი წერილში, რომლითაც ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს ეროვნულმა  პლატფორმამ  მიმართა.  

93 ორგანიზაცია პოზიციას კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტთან დაკავშირებით აფიქსირებს. კონკრეტულად, მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაბალანსებული საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს. ისინი მიესალმებიან პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩამოყალიბებას, თუმცა ფიქრობენ, რომ  აუცილებელია მანდატების განაწილების წესი შესაბამისობაში იყოს სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან, ხოლო საარჩევნო ზღურბლი შემცირდეს 3 ან 4 პროცენტამდე.

''მნიშვნელოვანია, საარჩევნო სისტემის რეფორმა,  სრულად აისახოს კონსტიტუციაში, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პარლამენტის ფორმირების წესის შეცვლას, არამედ პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციული მანდატების მიკუთვნებას''-ნათქვამია წერილში.

ამავე კატეგორიაში