მუსლიმები პროტესტის ნიშნად ლოცვას ღია ცისქვეშ აანონსებენ

12 მაისი 2017, 00:00 6032 ნახვა

ქართველი მუსლიმები იმ ტერიტორიას, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ,  შემოღობავენ და ლოცვას ღია ცისქვეშ დაიწყებენ -  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ტარიელ ნაკაიძემ განუცხადა. "მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროტესტის ამ ფორმას მაშინ მიმართავენ, თუ ბათუმის მერია მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობის ნებართვას არ მისცემს.  

ტერიტორია, სადაც მერიისგან მშენებელობის ნებართვას ითხოვდნენ მუსლიმები, "ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდის" საკუთრებაა. 3000 კვადრატული მეტრი მიწა  ფონდმა რამდენიმე თვის წინ 400 000 ლარად  შეიძინა. 

დღესვე გახდა ცნობილი, რომ, სავარაუდოდ, ხვალ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  მუსლიმებს შეხვდება - ამ ინფორმაციასაც "მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე ავრცელებს. ნაკაიძე ირწმუნება, რომ პატარაძე მას ტელეფონით დაუკავშირდა შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში