სარფი-ანაკლიის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის 27 შემთხვევა დააფიქსირდა

11 მაისი 2017, 00:00 4187 ნახვა

გონიოს სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა.  გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა  ძუძუმწოვრის გამორიყვის უკვე 27-ე შემთხვევა დააფიქსირა. 

დეპარტამენტის წარმომადგენლის, არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით,  2017 წლის 1 იანვრიდან - 11 მაისის ჩათვლით საქართველოს სანაპიროს სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) ნაპირზე გამორიყვის 27 შემთხვევა დააფიქსირდა. გუჩმანიძის  ინფორმაციით საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთზე, აღნიშნულ პერიოდში, გამორიყულია მინიმუმ 10 დელფინი.

ინფორმაციას გუჩმანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

ამავე კატეგორიაში