“ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის” მეათე, საიუბილეო საერთაშორისო გამოფენა ბათუმში ხვალ გაიხსნება. “ექსპო ბათუმი 2017”, სამი დღის განმავლობაში, 10 ქვეყნის 20 კომპანიას უმასპინძლებს.
საგამოფენო სივრცეში საკუთარ პროდუქციას ქართული და უცხოური 80 კომპანია წარადგენს. ღონისძიების ფარგლებში სამუშაო შეხვედრები და სემინარები დაიგეგმა, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლები უცხოურ გამოცდილებას გაიზიარებენ. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. “ექსპო ბათუმი 2017” 14 მაისს საზეიმოდ დაიხურება.