ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ სოციალურმა სააგენტომ დახმარება აბსურდული მიზეზით შეუჩერა

11 მაისი 2017, 00:00 3582 ნახვა

ბათუმში, თამარის დასახლებაში 4 სულიან ოჯახს, სოციალური დახმარება, მათივე განცხადებით, 2 წელია მოუხსნეს. ​მძიმე პირობებში მცხოვრები კუტუბიძეების ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ დახმარება სოციალურმა სააგენტომ აბსურდული მიზეზით შეუჩერა. ამბობენ, რომ სააგენტომ დახმარების შეწყვეტის მიზეზად, საცხოვრებელი სახლზე ფართი მომატება დაასახელა. ​კუტუბიძეები ამტკიცებენ, რომ, სავარაუდოდ,  ცდომილება საბუთებშია, რადგან მსგავსი სამუშაოები არ განუხორციელებიათ.   

ოჯახისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის პენსია,180ლარია. 

ოჯახის შესახებ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს. ისინი ადგილზე მივიდნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს, შეიცვალონ სოციალურად დაუცველებისთვის ქულების მინიჭების სისტემა."ჩვენ გვაქვს ნორმატიული აქტი მომზადებული, რომლის საფუძველზე შესაძლებელია სისტემის გადახალისება,ამ დოკუმენტით მოვუწოდებთ მთავრობის თავმჯდომარეს და უმაღლეს საბჭოს საკანონმდებლო  ცვლილებები განხორციელდეს" - განაცხადა გია დიასამიძემ.

სოციალურ სააგენტოში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. სატელეფონო საუბარში აცხადებენ, რომ ოჯახის სამი წევრი შრომისუნარიანია, მოქმედი სისტემა კი არ ითვალისწინებს მსგავს შემთხვევებში სოციალური ბენეფიტების გაცემას.

სოც. სააგენტოს უფროსის თემურ ქარცივაძის განმარტებით, ოჯახს, დეკლარაციის მიხედვით, აქვს კომუნალური გადასახადების დაფარვის უნარი და საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხას იხდიან. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში