საფრანგეთის მთავრობა გადადგა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ბერნარ კაზნევისა და მისი კაბინეტის გადადგომის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, რაც არჩეული პრეზიდენტისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაცემასთანაა დაკავშირებული. ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო ფიცს 14 მაისს დადებს. ,,რესპუბლიკის ტრადიციის შესაბამისად, მაქვს პატივი, გაცნობოთ ჩემი და ჩემი კაბინეტის გადადგომის შესახებ“, - ასე მიმართა პრემიერმა კაზნევმა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს. მთავრობის გადადგომა ფორმალობაა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების შედეგების აღიარების შემდეგ სრულდება.