დროებით გადადებული გამოსახლება

10 მაისი 2017, 00:00 4773 ნახვა

მიქაძეების ოჯახში დღეს გამოსახლების მესამე მცდელობა იყო. ოჯახს ბანკთან და კერძო პირთან პრობლემები 2015 წელს შეექმნა. ლიკა მიქაძე ამბობს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს და  სახლი აუქციონზე ისე გაიყიდა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. მისივე განცხადებით, სახლის ამჟამინდელი მეპატრონე სესხის დაბრუნებას არ თანხმდება და დამატებითი პროცენტის მიღებასაც ითხოვს. ოჯახში ორი არასრულწლოვანი ცხოვრობს.  აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მიქაძეების ოჯახის გამოსახლება რამდენიმე თვით გადაიდება.

ამავე კატეგორიაში